პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე დაიწყო.

"2017 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში პროკურატურის საგამოძებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ი. ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას", - აცხადებენ პროკურატურაში.

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

როგორც მამალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს. მამალაძე უარყოფს ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას მისი აგენტობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს სიუჟეტი მისი, როგორც მთავარი მოწმის დისკრედიტაციას და სასამართლოს წინ მასზე წნეხის განხორციელებას ემსახურება.

"შევიტანე განცხადება ირაკლი ფირცხალავას მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო თითქოს ჩემს აგენტობასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს ვითომ კუდ-ის აგენტი ვიყავი. ეს რეპორტაჟი გავიდა გამსვლელ სიუჟეტად. მე ვთვლი, რომ ეს ისახავდა მიზნად ჩემს, როგორც მოწმის დისკრედიტაციას, შეილახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია, ღირსება. ვითხოვ გარკვევას, დაგეგმეს თუ არა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა და მან ეს სიუჟეტი ჩემს წინააღმდეგ, რათა სასამართლოს წინ ჩემზე განხორციელებულიყო წნეხი", - განაცხადა მამალაძემ. მისივე თქმით, პროკურატურას დღეს მიმართა.

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის, რომელშიც ე.წ. "ციანიდის საქმეზე" პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს. ფირცხალავას წერილს საპატიმროდან ტელეკომპანია "რუსთავი 2" აქვეყნებს. სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ