შსს-სთან ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

შსს-სთან ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს ნარკოპოლიტიკისადმი მიდგომა და ნარკომომხმარებელთა დასჯის მაგივრად მათი დახმარება უნდა ხდებოდეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია 26 ივნისს სიმბოლურად ტარდება, ვინაიდან მსოფლიო ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

მათი განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა არ გულისხმობს ბრძოლას ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებთან და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან. მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.

"ჩვენ მრავალჯერ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, საქართველოს შს სამინისტროს, რომ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია განხორციელდეს. შეწყდეს ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით ადამიანების დევნა, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნა და დასჯა ჩანაცვლდეს მათთვის სამკურნალო პრევენციული ზიანის შემცირებისა და სარეაბილიტაციო პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმბოლურად ბანერი გაშალეს, რომელზეც აწერია: "არ დასაჯო".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ