ირაკლი შოთაძე - ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს მივმართეთ, ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას

ირაკლი შოთაძე - ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს მივმართეთ, ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას

ქართული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანული მხარისგან დაკითხვის თაობაზე პასუხს ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართა. ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, რის ფარგლებშიც დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებული გარე სათვალთვალო კამერები.

"საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ რაც მოხდება მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანში ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ