შსს-მ გურამიშვილის გამზირზე 4 მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ გურამიშვილის გამზირზე 4 მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან 4 მოქალაქის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შატილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი სპორტსმენი, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ