პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური - მიხეილ თათარიშვილმა საკუთარი ნებით ამოიტრიალა ჯიბეები და არაფერი ჰქონია კანონსაწინააღმდეგო

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური - მიხეილ თათარიშვილმა საკუთარი ნებით ამოიტრიალა ჯიბეები და არაფერი ჰქონია კანონსაწინააღმდეგო

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, მიხეილ თათარიშვილი სასადილოში რამდენიმე პირმა დააკავა. როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ისინი სასადილოში იყვენ, რა დროსაც რამდენიმე პირი ხმაურით შევიდა და ყველა პირს შეუზღუდა გაადაადგილება, ამის შემდეგ კი, მიხეილ თათარიშვილი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, მიხეილ თათარიშვილმა საკუთარი ნებით ამოიტრიალა ჯიბეები და არაფერი ჰქონია კანონსაწინააღმდეგო.

მინდია გოგოჭურის თქმით, პირებს, ვინც თათარიშვილი დააკავეს, პოლიციის ამომცნობი ნიშნები არ ჰქონიათ.

დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც.

მისივე ინფორმაციით, ის დაკავების დროს თათარიშვილთან არ იმყოფებოდა, თუმცა ესაუბრა სასადილოს მომსახურე პერსონალს, რომლებმაც დაკავების დეტალები მოუყვენენ. მათი ინფორმაციით, დაკავება სასადილოს ტერიტორიაზე მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ