ვარკეთილში 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს - დაწყებულია გამოძიება

ვარკეთილში 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს - დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ვარკეთილში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.

იხილეთ სიუჟეტი

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ