პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის

პროკურორი - ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის

ე.წ. ციანიდის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე, სახელმწიფო ბრალდება ქსპერტებს დაკითხავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებზე ისაუბრებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, დაიკითხებიან ბალისტიკური ექსპერტები, რომლებიც ბრალდებულის ბინიდან ამოღებული იარაღის თაობაზე ისაუბრებენ და ასევე დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებიც დეკანოზის ბარგიდან ამოღებულ ნატრიუმის ციანიდსა და მის მახასიათებლებზე ისაუბრებენ.

"დღეს დაიკითხებიან ბალისტიკური და ფიზიკოტექნიკური ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომ ის არის კუსტარული წესით დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის. გარდა ამისა, დაიკითხებიან ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულ გიორგი მამალაძესა და ირაკლი მამალაძეს შორის გამართული შეხვედრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებსა და განმარტავენ, რომ მასზე არ არსებობს არანაური მონტაჟის ნიშნები, საუბარი მიმდინარეობს უწყვეტად და არანაირი ხელოვნური ჩარევები ამ ჩანაწერებში არ მომხდარა. გარდა ამისა, დაიკითხებიან ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ბრალდებულის ბარგიდან ამოღებულ ნივთიერებაზე ისაუბრებენ და განმარტავენ, რომ ეს არის ნატრიუმის ციანიდი და ასევე ისაუბრებენ მისი გამოყენების წესზე, ხერხებსა და იმაზე, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე", - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

გარდა ამისა, როგორც პროკურორმა განმარტა, დაიკითხებიან ასევე რევიზორები, რომლებმაც ბრალდებულსა და ერთ-ერთ შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლეს.

"ეს ხელშეკრულება ეხება გიორგი მამალაძის მიერ თითქოსდა აუდიტის ჩატარებას საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პროკურორმა და აქვე დასძინა, რომ ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებების დეტალებზე საუბარი, მათი დაკითხვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ