ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ფირცხალავას ფიზიკური დაზიანებები აქვს, თუმცა არ იცის დავარდნის შედეგად მოუვიდა, თუ ვინმემ დაარტყა. ამის შესახებ ველიჯანაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ე.წ. მატროსოვის ციხეში ფირცხალავას მონახულების შემდეგ განუცხადა.

"მას აღენიშნება დაზიანება თავზე და ფეხზე. გონება დაკარგა დაკითხვისას, მაგრამ ვინმემ დაარტყა და იქიდან აქვს დაზიანება, თუ წაიქცა და გონება რომ დაკარგა, მაშინ გაუჩნდა, ეს გაურკვეველია. დარეკა სხვა პატიმარმა და გვითხრა, რომ ციხეში ხელი დაარტყესო, თუმცა, რომ შევედი და ველაპარაკე, ფირცხალავამ მითხრა, რომ დატყმა და წაქცევა არ ახსოვს. ის გაითიშა, გონება დაკარგა და როცა გონს მოვიდა, ასულიერებდა რამდენიმე პირი. დაზიანებები აქვს თავზე და ფეხზე და დაარტყეს და ისე მიიღო, თუ წაიქცა და დაარტყა, თავად არ იცის. არის ადგილზე კამერები და ვითხოვთ ამოღებას, რომ გავიგოთ რეალურად რა მოხდა იქ. როცა ცუდად გახდა, დაკითხვაზე იმყოფებოდა, მასთან იყო მოსამართლე, პროკურორი, მანდატური, მდივანი და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ფირცხალავასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ