თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს

თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მისი ძმის კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს მიმართავს. როგორც ბაკურიძე აცხადებს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღრული, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება ამ დრომდე არ ხერხდება.

თამაზ ბაკურიძის თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეო მასალებს დღის ბოლომდე არ ამოიღებენ, კობა ბაკურიძის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს შემდეგი კითხვით, ჩემს ძმას ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული ანბანის კოშკთან ან სანაპიროს სხვა ადგილას, სადაც სათვალთვალო კამერები დგას, ამ შემთხვევაში თქვენ ხომ ოპერატიულად მოახდენდით რეაგირებას და მტკიცებულების სახით დაკავების საფუძველად გამოიყენებდით სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილ კადრებს? და ამ შემთხვევაში, როცა იცით და თავად გაქვთ აღძრული საქმე რომ ადამიანი დაკარგულია, ასევე გაქვთ ამოღებული მხოლოდ ერთი ფირი, სადაც ჩანს როგორ მივიდა ანბანის კოშკთან ავტომანქანით და გადმოვიდა.... რატომ არ მიჰყევით ბოლომდე კვალს - სად როგორ და რა დროს მოძრაობდა სანაპიროზე? 3 ივლისის შემდეგ რა პროცედურებს ელოდებით რომ ამოიღოთ ფირები? დღის ბოლომდე თუ ოჯახს არ ექნება ეს ჩანაწერები, მაშინ რაც მოხდება პასუხისმგებლობა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ", - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

45 წლის კობა ბაკურიძეს ზღვაში 3 ივლისის შემდეგ ეძებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ