"ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მათ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ"

"ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მათ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ"

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულთა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ფირცხალავას და ცააძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ და წონაში ძალიან დაიკლეს.

ადვოკატმა მსჯავრდებულები ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მოინახულა. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე უკვე მეათე დღეა შიმშილობენ და მის შეწყვეტას არ აპირებენ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ