ავთანდილ ხურციძის ადვოკატი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს

ავთანდილ ხურციძის ადვოკატი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს

ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის დედის, ნათელა ხურციძის თქმით, მისი შვილის ანგარიშზე არსებული თანხა გაყინულია, რის გამოც ადვოკატისთვის ფულის გადახდას ვერ ახერხებენ. ადვოკატი კი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს.

"ფედერაციაში ამბობენ, ჩვენი სახელით არ ასპარეზობდაო. ქართული ქუდი ეხურა და საქართველოს დროშას აფრიალებდა, თავისი სამშობლო არასდროს დაუვიწყებია. არ არის დამნაშავე და დამეხმარეთ, გამოვიდეს ციხიდან, ადვოკატის ფულს ვეღარ ვიხდით, რადგან ანგარიში გაყინულია. ამის გამო ადვოკატი ჩემი შვილის დაცვაზე უარს ამბობს", - ამბობს ნათელა ხურციძე.

ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ეს უკანასკნელი მალევე გაათავისუფლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგულავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

იხილეთ ვიდეო: ავთანდილ ხურციძის დაცვაზე ადვოკატი უარს ამბობს - რას ითხოვს სპორტსმენის დედა?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ