ოთარ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება

ოთარ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. როგორც ჟურნალისტებს აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, დაცვის მხარეს ექნება გარკვეული დასაბუთება სასამართლოში ამასთან დაკავშირებით და კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ.

რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამის საპირისპიროდ დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.

"ჩვენ, რასაკვირველია, ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს და გარდა ამისა, გვექნება გარკვეული დასაბუთება კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას. 2017 წლის 1-ელი ივლისიდან ოთარ აბესაშე არ იყო საჯარო მოხელე. ამ საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია 2017 წლის 8 ივლისს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ