"არ ვარ ცუდი ადამიანი" - ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"არ ვარ ცუდი ადამიანი" - ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი, - ამის შესახებ აბესაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აბესაძემ აღნიშნა ისიც, რომ აპირებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მიუხედავად იმისა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.

"დუმილის უფლება, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. მინდა მაქსიმალურად მჭიდროდ, ნებისმიერი გამოძახების შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირობებში ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რათა რეალურად, ეს ფაქტი, რაც მოხდა და საზოგადოება და ჩემი ოჯახი პრინციპში შოკირებულია, მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს სწორი პრინციპით ფინიშში. აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდეს და ჩემი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იქნება, მაქსიმალურად დავდგები გვერდით", - აღნიშნა აბესაძემ.

იხილეთ ვიდეო:ოთარ აბესაძის პირველი კადრები და სიტყვა სასამართლო პროცესიდან

ამასთან, აბესაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და ოჯახს, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა.

"მინდა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო... სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე", - აღნიშნა აბესაძემ.

აბესაძემ დარწმუნებით აღნიშნა, რომ არ მიმალვას და არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებდა.

"მე არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მეობას, პროცესს რაიმეთი შევუშალო ხელი. 28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არც ერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას და რომ მივიმალო, ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეზე და ა.შ", - მიმართა აბესაძემ სასამართლოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ