პროკურორი - ჩანაწერებში ოთარ აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს

პროკურორი - ჩანაწერებში ოთარ აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს

პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეში არსებულ ჩანაწერებში აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, თუმცა "დამატებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში გამოძიების სხვა ვერსიები გაჟღერდება".

ამასთან, პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე არ არის. შესაბამისად, მისთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ ეთანხმება.

"ოთარ აბესაძე დანიშნულია თბილისის მერის მიერ, ხელფასის სახით 3400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის უფლებამოსილებაში შედის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები და შესაბამისად, საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ასრულებს. საჯარო მოხელის შესახებ კანონის 125 მუხლის თანახმად, რა მოცემულობაც გვაქვს ახლა, ცალსახად დგინდება, რომ ის არის საჯარო მოხელე", - განაცხადა მარშანიამ.

როგორც პროკურორმა განმარტა, არსებობს აბესაძის მიერ მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არის როგორც სატელეფონო საუბრის, ისე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.

"გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას, საბოლოო ნებართვების მიღებამდე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ