პროკურორი - ოთარ აბესაძე ქრთამის სახით აღებული თანხით მოპედის ყიდვას აპირებდა

პროკურორი - ოთარ აბესაძე ქრთამის სახით აღებული თანხით მოპედის ყიდვას აპირებდა

პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა. ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება.

გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა შეეძლო, რაზეც აბესაძემ მოსთხოვა, რომ დარჩენილი თანხა სასწრაფოდ მოეძიებინა.

რაც შეეხება ჩანაწერებში ნახსენებ ტორტს, სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით,

"ტორტი და სხვა პატივისცემები, განკუთვნილი იყო მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ