თბილისში დაკარგულ ტყუპ ძმებს ეძებენ

 თბილისში დაკარგულ ტყუპ ძმებს ეძებენ

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს - ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ.

აღნიშნული განცხადება ფეისბუქზე მოზარდების ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვები 13 ივლისს გავიდნენ სახლიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულან:

"დაგვეხმარეთ, გუშინ გავიდნენ სახლიდან 14 წლის მოზარდები - ძმები ნიკა და ლუკა ცანავები! თუ ვინმე ფლობს რამე ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით! ტელ - 5921520980 გიორგი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოზარდების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად შევიდა სამართალდამცავ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები და მიმდინარეობს ძებნის პროცესი. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ