შორენა თეთრუაშვილის ჩვენების დეტალები

შორენა თეთრუაშვილის ჩვენების დეტალები

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, შორენა თეთრუაშვილმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.

ადვოკატის თქმით, საქმის პროკურორი ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ რეალობიდან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და სწორედ ამიტომ არის სასამართლო პროცესი დახურული, რომ მათ არ სურთ, რეალური ინფორმაცია გაიგოს საზოგადოებამ.

"პატივცემული პროკურორი არ შეეხო იმას, შორენა თეთრუაშვილმა აბსოლუტურად ვერანაირად ვერ დაადასტურა და არც შეეცადა დაედასტურებინა, რომ გიორგი მამალაძეს რაიმე ანგარების მოტივი ექნებოდა მისი მკვლელობის. ასევე, მან პირდაპირ და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა საბაბი, ის მოეკლა. ასევე, კითხვაზე, თუ იცოდა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა მის მკვლელობას, მან თქვა, რომ მე არ ვიციო. მან ასევე თქვა, რომ ძალიან ბევრ ტკბილს მოიხმარს და ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც შაქარს არ ჭამდა და ტკბილს, როგორც პროკურატურა აპელირებდა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერები გაუშვა", - განაცხადა ფანცულაიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ