თბილისის მთავარ სამმართველოში თათია დოლიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის მთავარ სამმართველოში თათია დოლიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის მთავარ სამმართველოში გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე "ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

წაიკითხეთ: "ვაი თქვენს კაცობას!" - თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ