უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონას გვამი, სავარაუდოდ, პროზექტურაში გადაასვენეს

უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონას გვამი, სავარაუდოდ, პროზექტურაში გადაასვენეს

უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონას გვამი, სავარაუდოდ, პროზექტურაში გადაასვენეს. შსს-ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. შემთხვევის ადგილი პროზექტურის მანქანამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ტერიტორიაზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაახლოებით 20 წლამდე ასაკის გოგოს ყელი აქვს გამოჭრილი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: ახალი დეტალები თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე - "გოგონა ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ