ქუთაისში სატვირთო ავტომანქანა მაღაზიაში შევარდა

ქუთაისში სატვირთო ავტომანქანა მაღაზიაში შევარდა

ქუთაისში, მიქელაძე მეველეს ქუჩაზე სატვირთო მანქანა მაღაზიაში შევარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქუჩაზე მდებარე მაღაზიას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მძღოლმა, როგორც ჩანს, საჭე ვერ დაიმორჩილა და მაღაზიას შეეჯახა. მაღაზიასთან გოგო იდგა და ის დაშავდა. სასწრაფოთი გადაიყვანეს და არ ვიცი როგორ არის", - აცხადებს თვითმხილველი.

არსებული იფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ