რა მოხდა წუხელ ელბაქიძეზე

რა მოხდა წუხელ ელბაქიძეზე

ელბაქიძეზე, ბარ "კანუდოსის" მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ, ღამით, მოქალაქე გიორგი გიორგიძე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

დაკავებულის ახლობლები კანონდარღვევაზე მიუთითებენ. თვითმხილველის თქმით, დაკავების მომენტში გიორგი გიორგიძე მოპედით გადაადგილდებოდა. ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, რომელთაც ნახევარ საათში პოლიციის ფორმები ჩაიცვეს და ჩხრეკა დაიწყეს. ჩხრეკის შედეგად გიორგიძეს თეთრი ფერის ფხვნილი ამოუღეს, რომელზეც დაკავებული აცხადებს, რომ ეს დამამშვიდებელი წამალი "ქსანაქსია". ადგილზე იმყოფებოდა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ადვოკატი გიორგი მახარაშვილი.

იხილეთ ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

"გიორგის ჩხრეკის შედეგად ქსანაქსი აღმოუჩინეს, დაკავებული ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს", - ადვოკატი გიორგი მახარაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ