მეუფე დიმიტრის კომენტარი დაკითხვის შემდეგ

მეუფე დიმიტრის კომენტარი დაკითხვის შემდეგ

მეუფე დიმიტრის ინფორმაციით, სასამართლოში დაკითხვისას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, მას მამა გიორგისთან ურთიერთობა ჰქონდა, როგორც მღვდელმთავარს.

"აინტერესებდათ ჩემგან რა ურთიერთობა მქონდა. მქონდა მასთან ურთიერთობა, როგორც მღვდელმთავარს", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

კითხვაზე, სჯერა თუ არა დეკანოზის მიერ დანაშაულის ჩადენის ორგანიზების, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მას შეფასების უფლება არ აქვს.

"მე მივეცი ჩვენება, რომ მას ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა და ა.შ. ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ