"შოკშია ჯერ თვითონაც" - რას ამბობს ადვოკატი მამიდაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბიჭის შესახებ

"შოკშია ჯერ თვითონაც" - რას ამბობს ადვოკატი მამიდაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბიჭის შესახებ

უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულ რობერტ ახალაიას ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ბრალის აღიარებას, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებულს პოლიციისთვის ჩვენება ადვოკატის გარეშე აქვს მიცემული და ეს აღიარებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან უცნობია, რა ვითარებაში მისცა ჩვენება სამართალდამცველებს ახალაიამ.

"ჩემთან არაფერს ამბობს ჯერჯერობით. დუმილის უფლებას იყენებს ახლა. ჯერ ბევრი რამეა გასარკვევი. მანამდე ადვოკატის გარეშე, პოლიციისთვის აქვს მიცემული ჩვენება, თუმცა რანაირად მისცა, ხომ არ იყო ზეწოლა მასზე, არ ამბობს არაფერს. ასეთი აღიარება არანაირად არ ითვლება აღიარებად. შოკშია ჯერ თვითონაც და ჩემთანაც კი ვერ საუბრობს დეტალებზე", - განაცხადა გეჯაძემ.

დაკავებულს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიებას ჯერ კიდევ აქვს ვადები, რათა ახალაიას ბრალი წაუყენოს.

ადვოკატის თქმით, მას ჯერჯერობით არც საქმის მასალები გადასცემია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს საქმეში გამოძიებას.

უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგო ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე მისი 22 წლის ბიძაშვილია დაკავებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ