საქართველოდან საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელების მივლენა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მოხდება

საქართველოდან საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელების მივლენა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მოხდება

"ამბასადორიალის" ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ქართველ დიპლომატებს ე.წ. ფარული პოლიციელების ინიციატივის თაობაზე მიაწვდის ინფორმაციას, რომლებიც საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებში იქნებიან მივლენილი.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაწყებულია.

"რამდენიმე ქვეყანას აქვს დაინტერესება ჩვენი მხრიდან ამ ტიპის მხარდაჭერით სარგებლობის თაობაზე. ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, რადგან საჭიროა ტრენინგი, ამ ხალხის მომზადება. იმედი მაქვს, რომ მომავლი წლიდან გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მეტი საჭიროებაა და არის ორგანიზაბული დანაშაულის კუთხით პრობლემა, "ფარული პოლიციელები" მივავლინოთ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ