ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვანო ჯავახიშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფება

ემზარ კვიციანის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ვანო ჯავახიშვილი პოლიციის სამმართველოში იმყოფება

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი ადვოკატთან ერთად დიღმის სამმართველოში იმყოფება.

როგორც ვანო ჯავახიშვილმა აღნიშნა, მისი დაბარების მიზეზი გახდა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ემზარ კვიციანის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელშიც საუბარია, ვანო ჯავახიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციაზე.

ვანო ჯავახიშვილის თქმით, ემზარ კვიციანის პოსტში მხოლოდ მასზე არ იყო საუბარი და, ზოგადად, "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს ეხებოდა. მისი აზრით, ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ვანო ჯავახიშვილი იყოს.

"მუქარის შემცველი სტატუსი იყო ყველა ჟურნალისტზე, ვინც მუშაობს "რუსთავი2"-ში. რეაგირება იყო დროული. იმედი მაქვს, რომ გამოძიება თუ დაიწყო, რაღაც შედეგს მივიღებთ. დღეს დამიბარა გამომძიებელმა. რამდენიმე შეკითხვა აქვს. ეს გამოკითხვის ფორმატია", - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, რაც აღნიშნულ მუქარას ტელეკომპანიის, საზოგადოების მხრიდან რეაქცია მოჰყვა, შეიცვალა მუქარის მიმართულება და ისე გამოიყვანეს, თითქოს ემზარ კვიციანმა იხუმრა. "მას შემდეგ, რაც ასეთი რეაქცია მოჰყვა ტელევიზიის და საზოგადოების მხრიდან, უცებ შეიცვალა მუქარის მიმართულება, ვითომ ეს გადაიყვანეს იუმორში. თითქოს ემზარ კვიციანს ასეთი იუმორი აქვს. ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას. ვურჩევ, ისწავლონ იუმორის ფორმულები", - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ემზარ კვიციანს ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები არ მოსწონდეს და ამით იყოს აღნიშნული პოსტი გამოწვეული, ვანო ჯავახიშვილმა უპასუხა: "შესაძლოზე არ არის ლაპარაკი. არ მოეწონა, დადასტურებით ვიცი".

ვანო ჯავახიშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. "საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს რეაგირება, თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებენ, მომავალში გამოჩნდება", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ