რა განაცხადა 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ სასამართლო პროცესზე

რა განაცხადა 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ სასამართლო პროცესზე

ბრალდებულ რობერტ ახალაიას განცხადებით, მას თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა ფოთში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის ფოთში ზღვაზე იმყოფებოდა, როდესაც მასთან მივიდნენ სამართალდამცველები და განუცხადეს, რომ პოლიციაში იბარებდნენ.

"თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადნილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი", - განაცხადა რობერტ ახალაიამ.

მისივე თქმით, პოლიციას თავად აჩვენა, სად ჰქონდა დამალული დანაშაულის იარაღი. "თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყო დანა და გადავაგდებდი ზღვაში", - განაცხადა ახალაიამ.

ნახეთ ვიდეო

მოსამართლის გადაწყვეტილებით 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილებია განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.

წაიკითხეთ: ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული

რას ყვებიან მეზობლები მოკლულ 19 წლის გოგონასა და მკვლელობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ