"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა"

"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა"

უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების განმარტებისას, მოსამართლემ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება მოიშველია.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ განაცხადა, ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ მან შემთხვევის ადგილიდან წასვლამდე ტანსაცმელი გამოიცვალა, დანა ჩანთაში ჩადო და უზნაძის ქუჩა დატოვა.

"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია, რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", - განაცხადა მოსამართლემ.

მისივე თქმით, ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ახალაიამ ჩვენება გამოძიებას მოწმის სტატუსით მისცა. ელენე გოგუაძის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონა ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე მისი 22 წლის ბიძაშვილია დაკავებული.

წაიკითხეთ: 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

რა განაცხადა 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ სასამართლო პროცესზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ