19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოლგა გეჯაძემ განუცხადა.

"აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა შემოწმდეს, რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუმცა მე ვაკონტროლებ ყველაფერს და თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ჰქონდა რობერტ ახალაიას წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, ადვოკატის თქმით, ახლობლები ამაზე არ საუბრობენ.

"არავინ არაფერს საუბრობს. ყველა გაკვირვებულია. მაგალითად, მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.

რობერტ ახალაია 19 წლის გოგონას ძალადობრივი გზით მკვლელობაშია ბრალდებული. მოკლული მისი მამიდაშვილი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ