თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ზაზა ზაზაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ქრთამის აღება ედება ბრალად. სავარაუდოდ, საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის გარკვეული ფართობის კანონსაწინააღმდეგო წესით გადაცემაზე.

როგორც თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ზაზა ზაზაშვილი საკრებულოს რიგითი წევრია და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების, თუმცა ის რამდენიმე თვის წინ ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს მიწის გასხვისების შესახებ. ამ დროისთვის აღნიშნული კომისია აღარ არსებობს და ფუნქცია თელავის თემის გამგეობას აკისრია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ