ისლანდიაში ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ

 ისლანდიაში ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებს. ისლანდიური მედიასაშუალება Rav-ის ინფორმაციით, ნ.ბ ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. პოლიცია აღნიშნულ საქმეს, როგორც უბედურ შემთხვევას იძიებს.

სამართალდამცავები მოსახლეობას სთხოვენ, თუ ვინმემ დაინახა შემთხვევის ადგილას ახალგაზრდა მამაკაცი, ინფორმაცია მოაწოდონ.

პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის.

"შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს" - აცხადებენ პოლიციაში.

ჩანჩქერი გულფოსი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ