პატრულმა ბორჯომში დაკარგული რუსი გოგონა დედას დაუბრუნა

პატრულმა ბორჯომში დაკარგული რუსი გოგონა დედას დაუბრუნა

რუსი გოგონა, რომელიც ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე დაიკარგა, პატრულმა ოჯახს დაუბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გოგონამ მხოლოდ პატრულის დახმარებით მიაგნო მშობლებს:

"ქალაქ ბორჯომში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს, მათ სამართალდამცველებს მცირეწლოვანი დაკარგული გოგონა გადასცეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რამდენიმე წუთში დაადგინა ბავშვის ვინაობა. გაირკვა, რომ იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბორჯომში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად არის ჩამოსული. პოლიცია მაშინვე დაუკავშირდა მის ოჯახს და დაკარგული გოგონა დედას დაუბრუნა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ