შსს-ს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ა.დ. დააკავა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა ა.დ., რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ეცვა სამსახურებრივი მაისური და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რ.ქ, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლად მცხოვრები პირები. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა. რ.ქ.-მ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ა.დ. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა.დ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ.ქ.-ს მეგობარს მ.დ.-ს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ. ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

ა.დ. სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) იქნა დაკავებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, სასამართლოს ა.დ-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ