კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:36 / 26-07-2017
გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები, რომლის გამოც ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 31 წლის გიორგი ჩხეიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება გერმანიის მოქალაქის მკვლელობას, რომელშიც ჩხეიძესთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 40 წლის ნოდარ ძინძიბაძეც მონაწილეობდა. შემთხვევა 2013 წლის 23 ივნისს, ქალაქ ნიურნბერგში მოხდა და მთელი გერმანია შეძრა. "ამერიკის ხმა" განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის დეტალებზე წერს:

"ყაჩაღები ელზასის ქუჩაზე, 85 წლის ანელიზ მორხუტის ბინაში ღია აივნიდან შევიდნენ, პენსიონერ ქალბატონს სცემეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და საბანი შემოახვიეს. სახლიდან 2500 ევროიანი "როლექსის" საათი, ფული და ოქროულობა გაიტაცეს. პოლიციამ მოხუცი ორი დღის შემდეგ გაგუდული აღმოაჩინა...", - წერს "ამერიკის ხმა", რომლის ინფორმაციითაც, კრიმინალურ შემთხვევას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს - ყაჩაღებს ბინაში ანაბეჭდები არ დაუტოვებიათ.

გერმანული პოლიცია დანაშაულის გარშემო მუშაობას განაგრძობდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ადგილზე ორი უცნობი მამაკაცის ნერწყვის კვალი იპოვნეს. დამნაშავეების სავარაუდო დნმ-ის ნიმუშით, ანაბეჭდების დასადგენად, მასშტაბური ოპერაცია "ელზასი" 2013 წლის ზაფხულშივე დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ადგილობრივმა პოლიციამ ნიურნბერგის სამხრეთ ნაწილში, 20-დან 40 წლამდე ასაკის, 1000-ზე მეტი ადამიანის ნერწყვის ანალიზი შეამოწმა," - წერს "ამერიკის ხმა".

გამოძიების კვალდაკვალ, სამართალდამცველებმა ინფორმაციისთვის ჯილდოდ, თავდაპირველად, 5000 ევრო დააწესეს, მოგვიანებით კი, თანხა გააორმაგეს. 2015 წლის მარტში, ნიურნბერგში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში, შვეიცარიის ეროვნულ ბაზაში დაცულ ერთ-ერთ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა...

გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქის, 1976 წელს დაბადებულ გიორგი ჩხეიძის დნმ-ის ნიმუში იყო, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვდა. მას პასპორტი ღვალაძის გვარზეც ჰქონდა, მისი დაკავება მაშინ ვერ მოხერხდა... გერმანიის პოლიციამ ჩხეიძის გარემოცვისა და კავშირების შემოწმებაც დაიწყო, რა დროსაც მეორე დამნაშავე, ნოდარ ძინძიბაძეც იპოვეს, რომელიც იმ პერიოდში, იტალიაში ქურდობისთვის უკვე დაკავებული იყო და სასჯელს ფლორენციაში იხდიდა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, გერმანიამ იტალიიდან ძინძიბაძის ექსტრადირება განახორციელა, 2016 წლის მაისში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ნიურნბერგის პოლიციის წარმომადგენელი, ტილო ბახმანი ამბობს, - დნმ-ის ნიმუშების დასადგენად პოლიციამ დიდი სამუშაო გასწია, რამაც საბოლოოდ ნამდვილ დამნაშავეებამდე მიგვიყვანა. წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს.

დანაშაულის მეორე მონაწილე გიორგი ჩხეიძეზე გერმანიამ ძებნა ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით გამოაცხადა. როგორც ირკვევა, ჩხეიძე განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა და მისი დაკავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, - პოლიციის ცნობით, ის ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. ბოლოს, 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, გახმაურებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს... ქუთაისის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს შს სამინისტროს შეფასებით, ეს სპეცოპერაცია საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება იყო.

სპეცოპერაციის ჩატარებამდე, გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტს, რალფ მიჰელფელდერს საქართველოდან შსს-ს ორი მაღალჩინოსანი შეხვდა. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, გერმანიიდან უტყუარი მტკიცებულებები მიაწოდეს.

"მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ჩხეიძის დნმ
-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვა ნივთებზე", - წერს "ამერიკის ხმა" მის მიერ მომზადებულ სტატიაში.

შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის თქმით, "მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩხეიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე".

მომზადებულია "ამერიკის ხმის" მიხედვით

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

14:28 / 15-08-2017
guga
0
ეგ ბიჭები რო დაიჭირეს მაშინ მე ვყავდი პოლიციას ნარკოლოგიურში შემოწმებაზე იქ მოიყვანეს მაშIნ ვნახე ორივე და გავესაუბრე კიდეც ერთერთის ძმაც იქ იყო და ყვებოდა დაჭეის დეტალებს თუ რამდენი ლაზერი ანათებდათ ოპერაციის დროს
11:58 / 05-08-2017
dato
0
ევროპა წვრილმან დანაშაულზე არ რეაგირებს თორემ ასეთ სისასტიკეზე ჰაი დედასა.
მსგავსი სიახლეები
რეადმისიის შესახებ" შეთანხმება, ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს 8 148 მოქალაქეს შეეხო
რისთვის იბრძვის რუსეთი გერმანიაში
დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას
ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ
თურქეთში ამ დროისთვის 5 დაშავებული მოქალაქე რჩება, რომელთაგან ერთის მდგომარება მძიმეა
"მო­ძა­ლა­დე მა­მა­კაც­მა ად­ვო­კა­ტად ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი აიყ­ვა­ნა, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, დამ­ნა­შა­ვე რომ არ დას­ჯი­ლი­ყო"
დიანა ჟღენტის განცხადებით, საკონსულო აქტიურ კონტაქტშია ამერიკელ სამართალდამცველებთან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:24 / 21-10-2017  Image "დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
+VIDEO| "ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა
18:30 / 21-10-2017  Image საპატარძლო კაბით არჩევნებზე - წყვილი ხმის მისაცემად ჯვრისწერის შემდეგ მივიდა
ოზურგეთის რაგბის ნაკრების წევრი, ხვიჩა თოლოდავა მეუღლესთან ერთად
10:53 / 21-10-2017  Image ირაკლი ალასანია და პატარა თინათინი - ნათია ფანჯიკიძე 1 წლის შვილიშვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს
ფოტოებზე პატარა თინათინი ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბაბუასთან ერთადაა ასახული
14:09 / 21-10-2017  Image რა ანაზღაურება აქვთ მერიაში დასაქმებულ მეთუნექე-მეეზოვეს, ფანჯრის მწმენდავს და მუშას
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება ფანჯრის მწმენდავს აქვს
09:10 / 20-10-2017  Image "კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს
რა როლს ასრულებს დაავადების წარმოშობაში გენეტიკა
პოპულარული კომენტარები
საქართველოს გარდა სუყველას დედა... არავინაა საქართველოს მეგობარი!!!!!! ამაში დარწმუნებულები იყავით ამერიკა-ევროპის მოლაქუცენი. აქ ვინც პოსტავთ ირონიით რუსეთზე, ჯერ საკუთარ გამოხეულ ნიფხვებს შეხედეთ და მერე იღადავეთ რუსეთზე. სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო და ისე ისე იაზროვნოთ. ჩვენ რომ ვიყოთ რუსეთისა და პუტინის ადგიზე, დარწმუნებული ვარ , სულს ამოვხდიდით აფხაზებს, ოსებს, სომხებს, თურქებს და ასე შემდეგ , ბევრ ვინმმეს. არ თქვათ ახლა ამას არ ვიზამთო. ეს ახლა ვამბობთ ას იმიტომ, რომ ამჟა მად ჩვენ ვართ გაღლეტილ-გატლეკილი, "გთითოკაცებული, საშოვარს გამოკიდებული ერი", სადაც ფულისა და ფუფუნების გამო დაივიწყეს ყოველივე ადამიანური და როგორ გამართლდა საბჭოთა ლოზუნგი: კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი ადამიანისათვის მგელია. არ დამიწყოთ ახლა შვედეთი და ნორვეგია, ფინეთი და ბელგია და ა.შ. ეს სა-ქარ-თვე-ლო-ა!!!!
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49