ექსპერტიზის თანახმად, ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო - პროკურატურის კომენტარი

ექსპერტიზის თანახმად, ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო - პროკურატურის კომენტარი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო. როგორც Ambebi.ge-ს პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, რაზეც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ანი მურადელი გადაყვანილია ხონში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

"საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შეწყდეს სისხლის სამართლებლივი დევნა ბრალდებულ ა .მ. მიმართ, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის ჩადენა. საქმის გამოძიების პროცესში, ვინაიდან ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული მკვლელობის მომენტში იყო შეურაცხადი. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებული ა. მ. გადაყვანილია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში", - აცხადებენ პროკურატურაში.

ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ნახეთ: დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას აღარ გაასამართლებენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ