ე.წ.ციანიდის საქმის მოწმე ტარას შავშიშვილი - პატრიარქს სურვილი ჰქონდა გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ

ე.წ.ციანიდის საქმის მოწმე ტარას შავშიშვილი - პატრიარქს სურვილი ჰქონდა გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ტარას შავშიშვილი აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების სურვილი ჰქონდა, თუმცა, შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატრიარქოს თანამშრომლები ესწრებოდნენ და შემდეგ ამ თემაზე საუბარი მორჩა. როგორც საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი ტარას შავშიშვილი "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, ყველაზე მწვავე პრობლემა პატრიარქის დეზინფორმირება იყო.

"ყველაზე მწვავე პრობლემა, რაზეც მე შემიძლია ვისაუბრო, ეს არის პატრიარქის დეზინფორმირება, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებოდით. ძალიან ხშირად ხდებოდა ეს, რაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა საპატრიარქოს. ძირითადად ესენი იყვნენ საერო პირები, თუმცა იყვნენ მღვდელმთავრები, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად დადიოდნენ საპატრიარქოში. ბოლო პერიოდში, როდესაც მამა გიორგი დააკავეს, უწმინდესს ჰქონდა სურვილი რაღაცნაირად ეშუამდგომლა სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მონასტერი ან სხვა ადგილი. ამაზე იყო საუბარი. შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც მათ შორის ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატრიარქოს თანამშრომლები და შემდეგ ამ თემაზე საუბარი მორჩა", - განაცხადა შავშიშვილმა.

ამასთან, შავშიშვილმა არ დაასახელა იმ პოლიტიკოსების გვარები, ვინც პატრიარქს ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

კითხვაზე, დადიოდნენ თუ არა საპატრიარქოში სპეცსამსახურების წარმომადგენლები, შავშიშვილმა ეს არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ საკითხებზე ვერ ისაუბრებს. "საპატრიარქოს დისკრედიტაცია ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული თემა. გარკვეულ დეტალებსაც ვერ დავაკონკრეტებ. ეს არა სპეცსამსახურების, არამედ საპატრიარქოს პრობლემა იქნება. ამ მომენტისთვის ეს შეკითხვა ღიად დავტოვოთ, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ",- განაცხადა შავშიშვილმა.

მისივე შეფასებით, დეკანოზი "კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ