შსს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.რ. და 1974 წელს დაბადებული ტ.მ. თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული დ.მ. რუსთავში დააკავეს.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. "ქურდულ სამყაროს" აღიარებენ.

"ისინი, "ქურდულ სამყაროში" დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ "ქურდული სამყაროს" წევრებთან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდის" დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ