"საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

"საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013-2016 წლებში, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორმა თ.ლ.-მ, საზოგადოების დამფუძნებლის - თ.მ.-სა და კომპანიის ფაქტობრივი მმართველის - მ.ფ.-ს წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაფლანგა 2343 მოქალაქისგან სესხის სახით აღებული ათეულობით მილიონი ლარი.

სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ