პროკურორსა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულს შორის სასამართლოზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პროკურორსა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულს შორის სასამართლოზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პროკურორ თორნიკე მარსაგიშვილსა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი რეხვიაშვილს შორის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პროკურორი შპს "რაზას" მფლობელისთვის თანხის გამოძალვაზე საუბრობდა, რამაც ბრალდებული რეხვიაშვილი გააღიზიანა. გიორგი რეხვიაშვილმა პროკურორს ხმამაღლა მიმართა, რომ მისი მონათხრობი სიცრუე იყო, რადგან მას თანხა არ გამოუძალავს. მისი მტკიცებით, წლების განმავლობაში მუშაობდა შპს "რაზაში" და გარკვეული თანხა ასაღები ჰქონდა.

ბრალდებულსა და პროკურორს შორის ურთიერთშელაპარაკება მოსამართლემ 5-წუთიანი შესვენების გამოცხადებით განმუხტა.

გარდა ამისა, დაკავებულების ნათესავები მედიის წარმომადგენლებს პროცესის გაშუქების გამო საყვედურობენ. ისინი აცხადებენ, რომ ჟურნალისტების საქმე არ არის აღნიშნული პროცესის გაშუქება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული დავით და ტარიელ მახარობლიძეების და გიორგი რეხვიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე სასამართლოს თითოეულ დაკავებულზე 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ