შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

შსს-ს კომენტარი შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

"შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შპს "შარავანდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებაში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ითვლება. კომპანია ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის "იფქლი", "ფარმადეპო", "კარფური", "გუდვილი", "პსპ" და "ბარამბო".

ნახეთ: რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე

ვიდეო: აეროპორტის ხიდებთან მომხდარი ძლიერი ხანძრის ყველაზე მძაფრი კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ