იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ყაჩაღობას გულისმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ. იგი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მანამდე დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული იყო ზურაბ ქუთელია, კიდევ ერთი პირი კი, მიმალვაში იმყოფება.

დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 14 ივნისს დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ