მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.

ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წამრომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ