ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები ძმები არიან - რას ჰყვებიან მათზე მეზობლები

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები ძმები არიან - რას ჰყვებიან მათზე მეზობლები

მეზობლების ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები ძმები არიან.

ადგილზე სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ამ დრომდე არიან მობილიზებული. ცურტაველის ქუჩაზე იმყოფებიან ადგილობრივებიც, რომლებიც აცხადებენ, დაკავებულ ძმებზე სხვა დროს მსგავს საქმეში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ. მათივე თქმით, ორივე მათგანი გაჭირვებული ოჯახიდანაა. სხვა დამატებით დეტალებს მეზობლები არ ფლობენ.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს.

რამდენი პირია დაკავებული, უწყებაში არ აკონკრეტებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ ვიცით, შეშაზე მუშაობენ" - მეზობლები ფონიჭალაში დაკავებული ძმების შესახებ

LIVE: რა ხდება ფონიჭალაში, სადაც სპაცრაზმმა ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულების სახლს ალყა შემოარტყა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ