"ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა" - ელიტური ბარიგების ინსტიტუტი საქართველოში?!

"ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა" - ელიტური ბარიგების ინსტიტუტი საქართველოში?!

ანაკლიაში ორი ქართველისა და ერთი ირანელი მოქალაქის ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავების შემდეგ, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალაში ჩატარდა. შსს-ის ცნობით, ორი დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. არის თუ არა დღეს ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე გვესაუბრება:

- ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რაოდენობა გახშირდა. მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში ფორმულების გამოჩენაა. ნარკორეალიზატორები ცვლიან ნივთიერებების სტრუქტურას და მომხმარებელმა არ იცის, რას იღებს. ახალ ნარკოტიკებს შეფუთვასაც უცვლიან.

გაიოლდა საზღვარგარეთიდან მისი შემოტანა - ყველაზე აპრობირებული გზაა ინტერნეტით გამოწერა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ინტერნეტსაიტები დაიხურა, შექმნილ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა - ახალი საიტები ყოველწამიერად იხსნება. შესაბამისად, ბიონარკოტიკების ნაკადი საზღვარგარეთიდან ზოგს მცირე პარტიად შემოაქვს, ზოგიც ინტერნეტით იწერს. ოპერატიული ინფორმაციის გარეშე რთულია თითოეული მგზავრის შემოწმება, ამიტომ რეალიზატორების უმრავლესობას დაუბრკოლებლად შემოაქვს.

- თუ საბაჟოზე ან ინტერნეტით ძნელია რეალიზატორის დადგენა, რატომ ვერ ხერხდება მათი გამოვლენა კლუბსა თუ ფესტივალებზე?

- ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომელიც წელიწადში ასზე მეტ ახალ ნარ-კონივთიერებას ამზადებს. მათ კავშირი აქვთ როგორც პოლიტიკურ, ისე კრიმინალურ სამყაროსთან. ზოგიერთი იმის პროპაგანდასაც ეწევა, რომ ნარკოტიკები თავისუფლების სიმბოლოა. განსაკუთრებით საშიშია მიდგომა, რომ კლუბური ნარკოტიკები არ არის საშიში, ძლიერი ნარკოტიკები კი საშიშია. ნებისმიერი ტიპის ნარკორეალიზატორი სიკვდილს ყიდის.

არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ნარკორეალიზაციის გამო დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. რა მნიშვნელობა აქვს, რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია, თუ სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ისინი ხომ ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან?! მათ უნდა დაესვათ სამარცხვინო დაღი, რომ ადამიანებს სასიკვდილოდ წირავენ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ნარკოტიკების შემოსატანად რამდენიმე გზა არსებობს - აზერბაიჯანის საზღვარი, ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპა და ინტერნეტი. საქართველოში მოძლიერდა ე.წ. ელიტური ბარიგების კასტა, რომლებსაც დიდი ალბათობით მაღალჩინოსნები და გავლენიანი პირები მფარველობენ.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ