გორის რაიონში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს

გორის რაიონში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზევერის განაპირას, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

თანასოფლელების განცხადებით, ხვიჩა ჯოლბორდს დაპირისპირება არავისთან ჰქონია და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მდინარის კალაპოტის სიახლოვეს გადაადგილება, როდესაც შესაძლოა ის გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ