რას ჰყვებიან თვითმხილველები მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

რას ჰყვებიან თვითმხილველები მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ორ ვერსიაზე საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თვითმხილველებმა განაცხადეს, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მათი თქმით, გარდაცვლილია მთაწმინდაზე, ნიაღვრის ქუჩის მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. თვითმხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის დროს მამაკაცთან რამდენიმე პირი იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთმა მამაკაცმა სანადირო თოფიდან გაისროლა. ხოლო მეორე ვერსიით, მამაკაცი უცნობმა პირმა მოკლა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მკვლელობის მომენტში კი მას ჩაფხუტი ეხურა.

თვითმხილველების განცხადები, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოცხალი იყო და მის დახმარებას სასწრაფოს მოსვლამდე ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები ცდილობდნენ.

მკვლელობა მოხდა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებენ როგორც ჭონქაძის ქუჩაზე, ასევე მის პარალელურ ქუჩებზე.

არსებული ინფორმაციით, მოხდა სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღება და მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვის პროცედურა. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ