შეიარაღებულმა ნიღბიანებმა "ნიკორას" მაღაზიიდან მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია წაიღეს

შეიარაღებულმა ნიღბიანებმა "ნიკორას" მაღაზიიდან მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია წაიღეს

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, "ნიკორას" მაღაზიიდან თავდამსხმელებმა მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია წაიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სს "ნიკორას" მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, "ნიკორას" სავაჭრო ობიექტში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა.

მათივე ინფორმაციით, წაღებულია მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია.

"საბედნიეროდ, თავდასხმის დროს ობიექტის პერსონალი არ დაზარალებულა", - აცხადებენ სს "ნიკორაში".

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ობიექტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ