საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბათუმში ბინები არ მიუღიათ - მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ყოველთვიურად 1 000-1 000 ლარი გამოეყოფათ

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბათუმში ბინები არ მიუღიათ - მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ყოველთვიურად 1 000-1 000 ლარი გამოეყოფათ

საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს დანიშნული მოსამართლეების - გიორგი კვერენჩხილაძის, ირინა იმერლიშვილის, მანანა კობახიძის და მერაბ ტურავას ბათუმში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისთვის ყოველთვიურად 1 000-1 000 ლარი იხარჯება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოსამართლეებს ბათუმში ბინები აქვთ დაქირავებული, ქირის ხარჯს კი საკონსტიტუციო სასამართლო ფარავს.

რაც შეეხება მოსამართლეებისთვის ბინების შეძენის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლოში არ ფლობენ ინფორმაციას, იგეგმება თუ არა ბოლო დროს დანიშნული მოსამართლეებისთვის ბათუმში ბინების ყიდვა.

ბოლო დროს დანიშნული კიდევ ერთი მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის ბინით უზრუნველყოფისთვის კი საკონსტიტუციო სასამართლოს ფინანსები არ იხარჯება. თეიმურაზ ტუღუში ბათუმში საკუთარ ბინაში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მაია კოპალეიშვილს, თამაზ ცაბუტაშვილს, ლალი ფაფიაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს წლების წინ, სახელმწიფომ ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 000 ლარად გადასცა.

ასევე, თავის დროზე, ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცათ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ