GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს

GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა. როგორც თავად სიგუა აცხადებს, მზადაა უწყებაში გამოცხადდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.

"წესით და რიგით საქართველოში არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასე ძალიან დაინტერესდა GEM fest-ის საქმიანობით, ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები ოფისიდან და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და ჩამოვედი. ხვალ მივდივარ დაკითხვაზე, ნებისმიერ კითხვას რომ ვუპასუხო", - განაცხადა სიგუამ "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, ოფისიდან "ყველანაირი დოკუმენტაცია წაიღეს".  "არაფერი დაგვიშლია. ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალედ და ღიად", - აღნიშნა სიგუამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ