პუშკინის #10-ში საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს

პუშკინის #10-ში საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს

პუშკინის #10-ში განთავსებულ ერთ-ერთ ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა დიანა როსტიაშვილმა განუცხადა, გამოძიება 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ითვალისწინებს.

მისი ინფორმაციით, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, განთავსებულ ობიექტზე მომუშავე პირების გამოკითხვის პროცედურა.

აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გამოიყვანეს, რომლებიც გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ