გიორგი სიგუა - 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი

გიორგი სიგუა - 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი

„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის, გიორგი სიგუას ინფორმაციით, მისი თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურმა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით დაკითხა.

როგორც სიგუამ ჟურნალისტებს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვამდე განუცხადა, ”მითიურ ნივთზე, რომელზეც, გამოძიებაა დაწყებული“, მისი თანამშრომლებისთვის კითხვა არავის დაუსვამს.

”ეკითხებოდნენ ფინანსებზე, თანხების მოგროვებაზე, სად, რა ბილეთი გავყიდეთ. სად, რა სასპონსორო თანხა ვიშოვეთ. ამ მითიურ ნივთზე ჯერჯერობით არაფერი არ გამიგია რა დაზიანდა და როგორ”, - განაცხადა სიგუამ.

რაც შეეხება „ჯემ ფესტის“ ჩატარების შემდეგ არსებულ დავალიანებებს, როგორც სიგუამ განმარტა, მას არ ჰგონია, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება ამ დავალიანებებს, ან იმ საჩივარს ეხებოდეს, რომელიც შესაძლოა იმ პირებმა შეიტანეს საგამოძიებო სამსახურში, რომელთა მიმართ დავალიანება ჯერ კიდევ არსებობს.

”დავალიანება ეს არის სამოქალაქო საკითხი და არა კრიმინალი. როგორც ჩვენ გვაქვს დავალიანება, ისე ჩვენს მიმართაც აქვთ დავალიანება. შარშანაც ვალებით დავამთავრეთ „ჯემ ფესტი“ და წელსაც, თუმცა ჩვენ ყველაფერს გადავიხდით. ჩვენ აუცილებლად გადავიხდით ამ ყველაფერს და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ჩვენს გეგმებს. ჩვენი დავალიანება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენს მიმართ აქვთ. დაახლოებით 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი. ეს რიცხვები არ არის უსაშველო და არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ამ დავალიანებებს შორის არის ჩვენი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებაც. ასევე მინდა გითხრათ, რომ მილიონ ლარზე მეტი აქვთ ჩვენი დავალიანება სხვადასხვა კაფეებს, რესტორნებსა თუ ობიექტებს”, - განაცხადა სიგუამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ